”სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია”
საქართველოში და უცხოეთში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება


2009 წლიდან,
თბილისშიც, ვაკეში
მოსწავლეებისა და ახალგაზრდების კლუბები

ვისთვის იქნება ეს კლუბები?

გიწვევთ ახალგაზრდებს
10-12 წწ.
13-15 წწ.
16-17 წწ.
18-25 წწ.



რას გვთავაზობთ?

თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა ასაკობრივი თემატური კლუბების მუშაობაში და დაკავდეთ ისეთი საკითხებით, როგორიცაა:
  • ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
  • ლიდერობა, თანამშრომლობა;
  • პროექტების მართვა;
  • ეროვნულ ზაფხულისა და ზამთრის ბანაკები;
  • საერთაშორისო გაცვლები და ბანაკები;
  • კონფლიქტების დარეგულირება;
  • და სხვ.

პროგრამები მხოლოდ ქართულია თუ მხოლოდ უცხოური?

პროგრამის ნაწილი შემუშავებულია ქართველი პროფესიონალების მიერ და გამოცდილია 10 წლის მანძილზე. ზოგიერთ მათგანს (ქართულ პროგრამებს) წარმატებით იყენებენ უცხოეთშიც, 20-მდე ქვეყნის განათლების სფეროს ლიდერები, ახალგაზრდებთან და დამწყებ მასწავლებლებთან მუშაობისას.

გარდა ქართული აქტივობებისა, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებს შეგეძლებათ მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო პროგრამებში


რა არის საჭირო რომ ჩავერთოთ კლუბის მუშაობაში?

თქვენ კლუბების ახალი ნაკადის დაწყებამდე (შემდეგი ნაკადი სავარაუდოდ იქნება 2010 წლის იანვრიდან) უნდა შეავსოთ და მოგვაწოდოთ განაცხადის ფორმა, რომელიც ამავე ინტერნეტ-გვერდზე (ბლოგზე) არის გამოქვეყნებული.


კლუბები ფასიანია?

კლუბებში მონაწილება შესაძლებელი იქნება წევრობის ფორმით. მონაწილეები გადაიხდიან საწევროს თვეში 70 ლარის ოდენობით, სულ 210 ლარი (სამი თვის საწევრო).
ამ თანხაში შედის ტრენინგების და სწავლების ხარჯები, მასალები, საკანცელარიო საქონელი, ასევე იმ მცირე ღონისძიების ხარჯები, რომლებსაც დაგეგმავენ და ჩაატარებენ ახალგაზრდები.

ყურადღება!
სიქა www.siqa.org.ge მუდმივად იზრუნებს, რომ მოიზიდოს დამფინანსებლები სხვადასხვა ჯგუფებისა და მონაწილეების დასაფინანსებლად.

2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში 13-16 წლის მოსწავლეების ერთ ჯგუფს დააფინანსებს CISV-GEORGIA. განაცხადების მიხედვით კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 15 ახალგაზრდა, რომლებიც უფასოდ გაივლიან კურსს. შეხვედრები იქნება სამშაბათსა და ხუთშაბათს 16.00-18.00 სთ.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა შევსებული განაცხადის ფორმა უნდა გამოაგზავნონ არა უგვიანეს 17 ოქტომბრისა ელ.ფოსტით. განაცხადის ფორმა იხილეთ ამავე გვერდზე http://tbilisiqa.blogspot.com, მარჯვენა ზედა კუთხეში.





სად ჩატარდება შეხვედრები?

კლუბები იმუშავებს ვაკეში, თენგიზ აბულაძის 12, ჩეხეთის საელჩოს უკან, შესასვლელი ჭავჭავაძის გამზირიდან.

ჩვენი მასპინძელი იქნება სკოლა ”ჯეჯილი”, რომლის ადმინისტრაცია დიდსულოვნად გვითმობს სივრცეს შეკრებებისთვის.



როდის უნდა ვიაროთ კლუბებში?

შეხვედრები ჩატარდება კლუბების მიხედვით სხვადასხვა დროს.
თითოეული ჯგუფი იმუშავებს კვირაში 2 დღე 2-2 საათი.
სამუშაო განრიგის სანახავად დააწკაპეთ აქ:


რა ფორმით ჩატარდება შეხვედრები?

შეხვედრების ფორმატი შეესაბამება ახალგაზრდების ინტერესს, რომ იყოს საინტერსო და არ იყოს დამღლელი. თითოეულ ჯგუფში იქნება დაახლოებით 15 ახალგაზრდა.


გვექნება:
  • მცირე ლექციები საინტერესო თემებზე;
  • რასაც მოჰყვება ჯგუფური აქტივობები;
  • ნამუშევრების პრეზენტაციები და გამოფენები;
  • განხილვები, კამათი, დებატები;
  • ბევრი თამაში;
  • საინტერესო გამოცანები და ამოცანები;
  • თავსატეხები;
  • სიტუაციური სავარჯიშოები, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას;
  • ექსკურსიები და ლაშქრობები;
  • მოსწავლე-ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები.
  • და მრავალი სხვა.

რა დროის განმავლობაში გაგრძელდება თითოეული ჯგუფის მუშაობა?

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ყველაზე ეფექტურია 3-თვიანი მუშაობა. კლუბის დამთავრების შემდეგ არაერთი ახალგაზრდა წლების მანძილზე აგრძელებს თანამშრომლობას და მონაწილეობას როგორც კლუბებში, ასევე საერთაშორისო ღონისძიებებში.


რას მიიღებენ მონაწილეები კლუბის დამთავრების შემდეგ?

კლუბის კურსის წარმატებით დამთავრების შემთხევაში (დასწრება, აქტიურობა), ახალგაზრდა მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. ამავე მონაწილეებს გავუწევთ რეკომენდაციას სხვადასხვა საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობისათვის ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების ქსელებში.



ბანაკებში მონაწილეობა სავალდებულოა?

ჩვენ ბანაკებში ყოველწლიურად ათობით მოსწავლეს და ახალგაზრდას ვაგზავნით ევროპისა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა ვატარებთ შემაჯამებელ და მოსამზადებელ ბანაკებს საქართველოში. საერთაშორისო ბანაკებში მონაწილება სავალდებულო არაა. 2010 წელს ვგეგმავთ რამდენიმე ბანაკსა და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას, მათ შორის კანადაში iEARN-ის საერთაშორისო კონფერენციასა და ახალგაზრდულ სამიტში.



რა კვალიფიკაციის ადამიანები იმუშავებენ კლუბებში წამყვანებად და ლიდერებად?

კლუბებში მუშაობას წარუძღვებიან საერთაშორისო ტრენერები და პროგრამების კოორდინატორები:

როგორ დაგიკავშირდეთ?

კონკრეტული ასაკის კლუბის მუშაობის განრიგისა და შინაარსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
მობილურზე: 899-556-234 ან ელექტრონულად:
e-mail: siqaoffice@gmail.com
skype: pavlepapa